droni.ge

2012-12-26 14:54:16
ხანძარი გორში

გორში მომხდარი ხანძრის შედეგად ერთი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ცეცხლი მეჯვრისხევის ქუჩაზე მცხოვრებ კულიაშვილების სახლს გაუჩნდა.

ცეცხლის ჩაქრობა თავდაპირველად მეზობლებმა სცადეს, შემდეგ კი სახანძრო სამსახური გამოიძახეს. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოახერხეს. ხანძარი, სავარაუდოდ, შეშის ღუმელისგან გაჩნდა და მთელ სახლს მოედო. კულიაშვილების ოჯახი დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს.