2017-04-20 15:01:25
ტერაბანკსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2017 წლის 20 აპრილს ტერაბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, www.eauction.ge-ს და ტერაბანკის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ტერაბანკის ვიზა ბარათებით განახორციელონ ელექტრონული გადახდები და სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები ხელსაყრელი საკომისიო ტარიფით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ტერაბანკის კომერციულმა დირექტორმა, ზურაბ აზარაშვილმა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ძნელაძემ. „ტერაბანკი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ აუქციონზე გამოტანილი საქონელი ტერაბანკის საგადახდო სისტემის მეშვეობით კონკურენტული საკომისიო ტარიფებით. ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების განვითარების თვალსაზრისით. ვგეგმავთ, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებსაც შევთავაზოთ მსგავსი ტიპის მომსახურება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.ტერაბანკი განაგრძობს ელექტრონული კომერციის დანერგვასა და განვითარებას, რათა მომხმარებლებს მუდმივად შესთავაზოს თანამედროვე და სწრაფი ანგარიშსწორების საშუალებები.