დრონი.ჯი

2017-01-06 16:56:32
გიგი უგულავას ციხიდან უშვებენ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ

„თბილსერვის ჯგუფის“

საქმეზე დედაქალაქის

ყოფილი მერის,

გიგი უგულავას

ადვოკატების სარჩელი

ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 

შესაბამისი

გადაწყვეტილება

მოსამართლემ

რამდენიმე

წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით,

განაჩენში

ცვლილება შევიდა, გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით,

საბოლოოდ,

1 წლით, 3

თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი კი კვლავ გამართლებული დარჩა. 

გიგი უგულავას პატიმრობის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდება. 

საქმე ”თბილსერვის ჯგუფში” ყოფილი მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმებას და ამით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვასა და რიყის პარკის ტერიტორიის გასხვისებას ეხება. ”თბილსერვის ჯგუფის” ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა გაამტყუნა და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება რიყის პარკის ეპიზოდს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით,

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გამართლდნენ. სახელმწიფო ბრალდება მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებოდა.

უგულავასა

და კეზერაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი პროკურატურამ გაასაჩივრა, თბილისის ყოფილი მერის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი კი - მისი ინტერესების დამცველებმა.