დრონი.ჯი

2016-05-18 14:20:50
მთავრობამ საპატრიარქოს 3 737 400 ლარი გამოუყო სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის

საპატრიარქოს სამებაში ხანძრის

შედეგად დაზიანებული

ინფრასტრუქტურის რესტავრაციისთვის

მთავრობის სარეზერვო

ფონდიდან 3 737 400 ლარი გამოეყო. 

საქართველოს მთავრობის

შესაამისი განკარგულება

მთავრობის ადმინისტრაციის

ვებ-გვერდზე

გამოქვეყნდა.

”სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის

რესტავრაცია-აღდგენის და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ”საქართველოს

2016 წლის

სახელმწიფო

ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული

საქართველოს

მთავრობის

სარეზერვო

ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 3 737

400 ლარი”,

- ნათქვამია

მთავრობის

განკარგულებაში,

რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.

შეგახსენებთ,

რომ სამების საკათედრო ტაძარში, პირველ სართულზე ხანძარი 20 მარტს, საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა. შედეგად 1200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.