ჟურნალისტი ვიკა ბუკია სითი პარკმა მანქანასთან ერთად გადაიყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „მანქანის სამრეცხაოზე რიგში ვიდექი. მანქანაშივე ჩამეძინა. გამეღვიძა რაღაც ავტო-სადგომზე. თურმე სიტი-პარკს გადავუყვანივარ. ახლა მახსენდება, ჰაერში რომ ამწიეს იქ კი ვიგრძენი რაღაც მე საცოდავმა.“ - წერს ბუკია პირად ფეისბუქ გვერდზე.