droni.ge

2013-02-15 16:20:36
„ნატახტარში“ OHSAS 18001:2007 სტანდარტები დაინერგა

კომპანია„ნატახტარმა" ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის OHSAS 18001:2007 სერთიფიცირება წარმატებით გაიარა. OHSAS-ის სტანდარტების დანერგვა კომპანიაში უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და სამუშაო რისკების შემცირებას უზრუნველყოფს. „ნატახტარი“  პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ამ სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო.

ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის მთავარი ამოცანაა, საშუალება მისცეს ორგანიზაციას გააკონტროლოს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების რისკები და გააუმჯობესოს არსებული მდგომარეობა.

OHSAS 18001:2007 სერთიფიკატისა და სტანდარტების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გვესაუბრება კომპანია „ნატახტარის“ პერსონალის მართვისა და ადმინისტრაციის დირექტორი ხათუნა ჩხაიძე:

ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის OHSAS18001:2007 სერთიფიცირება კომპანიამ წარმატებით გაიარა. მართლაც, საამაყოა რომ საქართველოში პირველი კომპანიაა „ნატახტარი“, რომელმაც ამ სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო. სერტიფიცირების პროცესი საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა. თუმცა ეს სტანდარტი დღეს ეხმარება კომპანიას გააუმჯობესოს უსაფრთხოების კულტურა, შეამციროს სამუშაო რისკები, შექმნას უსაფრთხო გარემო ბიზნესის წარმოებისთვის.

კონკრეტულად რა პროცედურების გავლა მოუწია კომპანიას სერტიფიკატის მისაღებად?

სერტიფიცირების პროცესში ჩართული იყო კომპანიის მთელი პერსონალი. ჩვენ დავუკავშირდით „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას“  და გამოვთქვით სურვილი ამ სერთიფიკატის მიღებაზე. სერტიფიცირების ფარგლებში მოვიწვიეთ ექსპერტები, რომელთა დახმარებითა და ზედამხედველობით მოხდა პერსონალთან  და წარმოებასთან დაკავშირებული ყოველდღიური საფრთხეების შეფასებადამათი შემცირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, დაათვალიერეს ქარხანა, გადაიღეს ფოტოები და დეტალურად მოგვაწოდეს  ინფორმაცია არსებული რისკების შესახებ. იყო ელემენტალური პრობლემები,რომლებიც დაბალ რისკებად შეფასდა და რომელთა აღმოფხვრა ერთ საათშიც შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდა უფრო მაღალი რისკებიც, რაზეც შედარებით ხანგრძლივი მუშაობა დაგვჭირდა. ამისათვის კომპანიაში შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, რომელშიც შედიოდა ტექნიკური დირექტორი,  ლოჯისტიკის დირექტორი და ყველა ის პასუხიმგებელი პერსონალი, რომელთაც უშუალოდ შეხება ჰქონდათ არსებულ რისკებთან. კვირაში ერთხელ იმართებოდა კომიტეტის შეხვედრა, სადაც ხდებოდა დავალებების გადანაწილება. შემდეგ თითოეული წევრი და პასუხისმგებელი რგოლი ცდილობდა დროულად არმოეფხვრა რისკები. ამ სერტიფიკატის მიღების სურვილი საკმაოდ დიდი იყო ქარხანაში და დიდი ძალისხმევა და მონდომება დაგვიჭირდა მიზნის მისაღწევად. მთავარი იყო მომსახურე პერსონალის ცნობიერების ამაღლება და გარკვეულწილად მათი ფსიქოლოგიის შეცვლა, რომ ეს აუცილებელია. როდესაც ექსპერტი ორი თვის შემდეგ ისევ გვესტუმრა, გაოგნებული დარჩა, ისე დროულად დახვდა ყველაფერი მოგვარებული. საბოლოოდ, 3-4 თვეში მივედით იმ დონემდე, რომ უკვე მოგვეწვიამასერთიფიცირებელი ორგანოს TUV SUD-ის ექსპერტები  აუდიტის ჩასატარებლად. პროცესი წარიმართა საკმაოდ მკაცრად, მოხდა თითოეული წვრილმანის გადამოწმება, თუმცაჩვენ დავაკმაყოფილეთ ყველა მოთხოვნა და საბოლოოდ მივიღეთ სერტიფიკატი.

აღნიშნული სერტიფიკატის მიღება ნიშნავს, რომ კომპანია საბოლოოდ აკმაყოფილებს სტანდარტებს, თუ სამომავლოდ, პერიოდულად მოხდება არსებული სისტემის გადამოწმება?

რისკი ყოველთვის იარსებებს, უბრალოდ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ დაცულები და ფხიზლად. რეაგირება არსებულ რისკზე სწრაფად უნდა მოვახდინოთ. წარმოებაში პრევენციას დიდი მნიშვნელობა აქვს. არის საფრთხეები,რასაც ვერ აღმოფხვრი. OHSAS 18001:2007 – ეს არის სტანდარტი, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას გააკონტროლოს მომსახურე პერსონალი და მათი სამუშაო პროცესის რისკები, ასევე გააუმჯობესოს მათი არსებული მდგომარეობა.პოტენციურ საფრთხეს უნდა შეხვდე მომზადებული. რა თქმა უნდა, პერიოდულად მოხდება არსებული სისტემის გადამოწმება და აუდიტი  მოწვეული ექსპერტების მიერ.

თანამშრომლები თუ არიან ინფრომირებული სისტემის შესახებ და როგორია მათი დამოკიდებულებია?

თანამშრომლების ერთსულოვნება დიდი იყო. გარკვეული ტრენინგების ჩატარება ნამდვილად დაგვჭირდა, თუმცა ყველა პასუხიმგებლობით მოეკიდა თავის საქმეს. რამდენჯერმე განვახორციელეთ ხელოვნური განგაშიც და გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. პერსონალის ინტერესების გათვალისწინებით შევიძინეთ საკმაოდ ძვირადღირებული პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობა, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ სამუშაო პროცესში თანამშრომლებმა თავი იგრძნონუსაფრთხოდ და კომფორტულად. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ნებისმიერი წარმოება მოიცავს გარკვეულ რისკებს და ვცდილობთ მათ მინიმიზაციას. OHSAS-ის სერტიფიკატი, კი, არის დასტური იმისა, რომ კომპანია ნატახტარის თანამშრომლებისათვის სამუშაო პროცესის გამართულობა და უსაფრთხოება უკვე არის ჩვევა - ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი.