2017-01-09 17:28:07
თიბისი ბანკი 2016 წელს აჯამებს

თიბისი ბანკი განვლილ 2016 წელს აჯამებს-  რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაში თუ მსოფლიოში.  ამბები  ნამდვილად ბევრი იყო - საინტერესო, მხიარული თუ სევდიანი, პოლიტიკურად ცხელი და ეკონომიკურად  აქტუალური, კულტურული თუ სპორტული - მოკლედ, მოსაწყენად არავის ეცალა მსოფლიოში 2016 წელს.

თიბისი ბანკმა გადაწყვიტა,  ეკითხა მოქალაქეებისთვის,  თუ რას  გამოყოფდა იმ ამბებიდან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნადმიაჩნდათ 2016 წელს.  კომპანია ACT-ის დახმარებით 300-მდე ადამიანი გამოიკითხა.

გასაკვირი არ არის,  რომ მსოფლიო ამბების ტოპ-ათეულში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო  არჩევნები, სირიის ომი და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ლიდერობს.  თუმცა გამოკითხულებს არც ლეონარდო დიკაპრიოს ოსკარი დაავიწყდათ და არც აიფონ 7-ს გამოსვლა.[I=1][I=2]

საქართველოში ტოპ-მოვლენების პირველი სამეული ასე გამოიყურება: ლარის კურსი, საპარლამენტო არჩევნები და ვიზალიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ ათეულში ისეთი კარგი ამბებიც მოხვდა, როგორიც არის რომის პაპის ვიზიტი საქართველოში, ქართველი სპორსტმენების წარმატება ოლიმპიადაზე და Black Sea Arena -ს გახსნა.[I=3][I=4]

                                                                                                                                                                 და ბოლოს,  თიბისი ბანკმა კითხა მოქალაქეებს, რით დაამახსოვრა თიბისიმ თავი 2016 წელს. თიბისის ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება:  ბანკი რესპუბლიკის შეძენა, რაგბის კავშირის პარტნიორობა, პრემიუმ  ლისტინგი, პროექტი ბიზნესდაჯილდოება და  კამპანია #ვინცარუნდაიყო.[I=6][I=5]https://www.facebook.com/tbcbank/videos/10154218691636188/