2015-12-05 17:40:04
ჰიპერმარკეტ გორგიაში საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო

დაიწყო. ჰიპერმარკეტ გორგიაში  3 დეკემბრიდან ასეულობით პროდუქტზე საახალწლო ფასები ამოქმედდა.„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენ მომხმარებელი სხვადასხვა აქციებითა და ფასდაკლებებით გავანებვროთ. საახალწლოდ კი გადავწყვიტეთ ჩვენ ერთგულ მომხმარებელს  გრანდიოზული ფასდაკლებები შევთავაზოთ.   ჩვენთან საძინებლის კომპლექტის შეძენა მხოლოდ 1318 ლარადაა შესაძლებელი და მისი შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს გასაშლელ დივანს, რომელსაც საკმაოდ დიდი სათავსო აქვს და ამასთანვე დივნის ორი ბალიში მოჰყვება. გარდა ამისა, ჰიპერმარკეტ გორგიაში შიდა კარის შეძენა 117 ლარიდანაა შესაძლებელი. ჩვენთან ასეულობით  პროდუქტზე   ფასდაკლებები დაიწყო, რომელიც მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება და სხვადასხვა პროდუქტის შეძენა ყველაზე იაფადაა შესაძლებელი,“ - აცხადებენ ჰიპერმარკეტ გორგიაში.ჰიპერმარკეტი გორგია სპეციალურად მათ ვისაც საახალწლოდ თბილი კერა ჯერ არ მოუწყვია ცენტრალურ გათბობის სიტემას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. გორგიაში კვადრატული მეტრის გათბობა 25 ლარიდანაა შესაძლებლი და რაც უფრო დიდია გასათბობი სივრცე ფასი უფრო დაბლა იწევს. ამასთანავე 50 მდე სახეობის გაზის გამათბობლის შეძენა 389 ლარიდანაა შესაძლებელი. ლამინატის ფასი 11 ლარი და 40 თეთრიდან იწყება, ხოლო მათთვის ვინც ახალ წელს ცვლილებებით ხვდება შეუძლია თეთრეულის კომპლექტი 11 ლარი და 50 თეთრიდან შეიძინოს, ხოლო საბნები 15 ლარიდან. ეს იმ სააქციო პროდუქციის მოკლე ჩამონათვალია, რომელიც გორგიაში ყველაზე დაბალ ფასათ შეგვიძლია შევიძინოთ.აღნიშნული აქცია გორგიას სამივე ფილიალში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მთელი თვის განმავლობაში იმოქმედებს.