2013-12-20 14:50:36
მარნეულის მურაბის დღეს მედიაკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდება

კვირას, 22 დეკემბერს, 6 საათზე (მის: კაფე  „გაჩერება კონკაზე“,   ძველი თბილისის კოლორიტულ უბანში, ბამბის რიგის მიმდებარე ტერიტორია) მედიაკონკურსის „თანამედროვე სოფლის მეურნეობა და აგროინდუსტრია

საქართველოში“  გამარჯვებულები გამოვლინდებიან.  კომპეტენტური ჟიური მთავარ თემაზე მომზადებულ საუკეთესო

მედია პროდუქციას (საგაზეთო სტატია, ინტერნეტ პუბლიკაცია, ბლოგი, ტელე და რადიო სიუჟეტი

და სხვ.) დაასახელებს.

2013 წლის გაზაფხულზე  „მარგებელი ჰოლდინგმა “, პიარ სააგენტო „ჯეპრასთან“

ერთად,  მედიაკონკურსი გამოაცხადა  თემაზე „თანამედროვე სოფლის მეურნეობა და აგროინდუსტრია

საქართველოში”, რომლის მიზანს  მედიის საშუალებით

სოფლის მეურნეობის არსებული მდგომარეობის, მიმდინარე პრობლემებისა და გამოწვევების

შესახებ ქართველი მომხმარებელისთვის  სასარგებლო

და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

კონკურსში

მონაწილეობის

მიღება

შეეძლოთ

საქართველოში

მომუშავე

ყველა

ჟურნალისტს.

კონკურსის ობიექტურად

ჩატარებას

 კი კომპეტენტური ჟიური უზრუნველყოფდა.

კონკურსის დროს

წარმოდგენილი მასალების

განხილვისას, ჟიურიმ

შემდეგი სახის

კრიტერიუმებით იხელმძღვანელა:

•             ჟურნალისტური

ოსტატობა (ორიგინალური

ტექსტი, კრეატიული

გადაწყვეტა, გზავნილების

გასაგებად წარმოდგენა)

– მაქსიმუმ 10 ქულა

•              გამოქვეყნების

სიხშირე – მაქსიმუმ

5 ქულა

•              კონკურსის

ფარგლებში მომზადებული

მედია მასალების

რაოდენობა – მაქსიმუმ

5 ქულა

•              კონკურსის

თემასთან („თანამედროვე

სოფლის მეურნეობა

და აგროინდუსტრია

საქართველოში“) შესაბამისობა

– მაქსიმუმ 10 ქულა

22 და 25 დეკემბერს,

საახალწლო ფესტივალი გაიმართება, რომლის ძირითადი ღონისძიება „მარნეულის მურაბის დღე“

და „ნაძვის ხეების გამოფენა იქნება“. ფესტივალის ორგანიზატორები და მასპინძლები არიან

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“, თბილისის მერია და „მეიდან ჯგუფი“. 22

დეკემბერს, „მურაბის

დღეს“ 12:00 საათიდან

20:00 საათამდე „მარნეულის

სასურსათო ქარხნის“  პროდუქცია,

ფესტივალის ფარგლებში,

სპეციალურ ფასად

გაიყიდება. მარნეულის

პროდუქციასთან ერთად,

„მურაბის დღის“

დროს გამართულ

დეგუსტაციასა და

საახალწლო ბაზრობაში

მონაწილეობას მიიღებენ

შემდეგი ორგანიზაციები

და ბრენდები:

სუპერმარკეტების ქსელი

„სმარტი“ და

„ვენდისი“, „აზატოს“

საცხობი, ყავა

“ლავაცა“ და

სხვადასხვა რეგიონების

წარმომადგენლები, ვინც

სტუმრებს თაფლით,

ჩირით, ტყლაპით,

გოზინაყით, ნამცხვრებით,

კანფეტებით, ჩაით

და გლინტვეინით

გაუმასპინძლდებიან. აქვე

შესაძლებელი იქნება

ხელნაკეთი ნივთების

შეძენაც.