2013-08-08 13:56:40
სპეციალური ფასი HYUNDAI-ის ახალ ავტომანქანებზე მათთვის ვინც საქართველოს ბანკის ავტოსესხით ისარგებლებს

თბილისი, 8 აგვისტო 2013 - საქართველოს

ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, მომხმარებელს აძლევს არაჩვეულებრივ

შესაძლებლობას, საუკეთესო პირობებით შეიძინოს ახალი ავტომანქანა სალონიდან - HYUNDAI

i40 ან HYUNDAI VELOSTER-ი. ავტომანქანის შესაძენად, მომხმარებელს შეუძლია სალონშივე

შეავსოს განაცხადი და მხოლოდ

პირადობის დამადასტურებელი საბუთით ისარგებლოს ავტოსესხით 255 აშშ დოლარიდან თვეში.საქართველოს ბანკის

ავტოსესხით სარგებლობის შემთხვევაში, ხსენებული ავტომანქანების მოდელებზე

სპეციალური ფასდაკლებაა - Hyundai i40-ის შემთხვევაში

მომხმარებელი დაზოგავს 4,050 აშშ დოლარს, ხოლო Hyundai Veloster-ის შეძენის შემთხვევაში

2,500 აშშ დოლარს. შეთავაზების

ფარგლებში, მომხმარებელს ასევე შეუძლია გადაცვალოს მისი ძველი ავტომობილი.

დამატებით, საქართველოს ბანკი სთავაზობს მსურველს თავად გამოცადოს მანქანა, უფასო

ტესტ–დრაივზე  წინასწარ ჩაწერით, ნომერზე: 251

77 99 

აღსანიშნავია შეთავაზებული

მოდელების ფასიც - $29,500 Hyundai i40-ისთვის და $21,500 Hyundai Veloster-ისთვის. ეს არის ხსენებულ მოდელებზე ბაზარზე

ყველაზე დაბალი ფასი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.  

შეთავაზებისა

და ფასდაკლების, ასევე ავტომობილების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია

სპეციალურ ვებგვერდზე: www.newauto.ge