2017-03-31 13:28:32
„თეგეტა მოტორსი“ ,,HUNTER”-ის ბრენდის ექსკლუზიური დილერი გახდა საქართველოში

„თეგეტა მოტორსმა“ ურთიერთთანამშრომლობის

მემორანდუმი გააფორმა ამერიკულ ბრენდ ,,HUNTER”-თან და გახდა მისი ექსკლუზიური დილერი

საქართველოში.

კომპანია ,,HUNTER”-ს 70 წლიანი ისტორია აქვს,

იგი ცნობილია როგორც ლიდერი და ტექნოლოგიური ინოვატორი სავალი ნაწილის სერვისის დანადგარების

სფეროში. ,,HUNTER”-ი აწარმოებს შემდეგი ტიპის დანადგარებს : თვლების დაყენების კუთხეების

შესამოწმებელი დანადგარები, საბურავების ბალანსირების და დაშლა-აწყობის დანადგარები,

სამუხრუჭე დისკების საჩარხი სტენდები და პლატფორმა ამწეები. დღეიდან „თეგეტა მოტორსში“

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველა აღნიშნული დანადგარი და ისარგებლოთ 2 წლიანი გარანტიით.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს

ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.  „თეგეტა

მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში.