2016-06-23 11:50:22
ახალი ფოლკსვაგენ პასატი – გერმანული ხარისხი, მაღალი აღჭურვა და მიმზიდველი ფასი.

გერმანული ბრენდის, ფოლკსვაგენის მოყვარულებს ოფიციალური ცენტრი დახვეწილ და ელეგანტულ

ბიზნეს კლასის სედანს – პასატს მაღალი აღჭურვით და მიმზიდველ ფასად სთავაზობს. უკანა ხედვის კამერა, სამზონიანი კლიმატკონტროლი, ღილაკზე დაქოქვა და

მაღალი ხარისხის მასალები ახალ

Passat-ში

პრემიუმ კლასის კომფორტს ქმნის.

ტყავისა და ალკანტარა ზამშის კომბინირებული

სალონი პასატის ინტერიერს კიდევ უფრო ელეგანტურს

ხდის. თბობადი ტყავის მულტიფუნქციური

საჭე კი შექმნილია ავტომობილის კომფორტული და დინამიური მართვისთვის. ახალი პასატი შვიდსაფეხურიანი ტიპტრონიკი სიჩქარეთა გადაცემის კოლოფითა და 1,8 ბენზინის ძრავით, საშუალოდ 8,5 ლიტრს წვავს. მისი ღირებულება კი $24 700-ს შეადგენს.

ფოლკსვაგენის ცენტრში პასატების არჩევანი

კომპლექტაციებისა და ფერების მიხედვით არის შესაძლებელი, ხოლო ფოლკსვაგენის

სპორტული ხაზის მოყვარულებს შეუძლიათ Passat R line-ის შეკვეთით შეძენა.

პასატის შეძენა შესაძლებელია, როგორც

თანხის სრულად დაფარვით, ასევე ავტოგანვადებით $376-დან.

მათთვის კი ვინც დაინტერესებულია ახალი

პასატით შეუძლია ეწვიოს ფოლკსვაგენის ცენტრს აღმაშენებლის ხეივანზე და გამოსცადოს

ავტომობილის შესაძლებლობები ტესტ დრაივის საშუალებით. გარდა ამისა, ახალი პასატის

ნახვა უკვე გართობის ქალაქ ისთ პოინთშია შესაძლებელი.