ანო თორელი

2011-06-27 12:26:25
2014 Porsche 550

როგორც ცნობილია, კომპანია „Volkswagen“, „Volkswagen Bluesport“-ის სამი სრულიად განსხვავებული ვერსიის შექმნას, სამ სრულიად სხვადასხვა ავტოკონცერნში გეგმავს - „Volkswagen“, „Audi“ და „Porsche“. აღსანიშნავია, რომ „Porsche“-ს ვერსია, მოდელებში ყველაზე ძლიერი იქნება. ამ დრომდე, პროექტის სახელწოდება „baby Boxster“ იყო. ახლა კი ავტომობილმა დასახელება მიიღო - „Porsche 550“.

 

სახელწოდებაში „550“ პირველად 1953 წელს გამოიყენეს, როცა კომპანიამ სპორტული ავტომობილი წარმოადგინა. ეს უკანასკნელი ლეგენდარული 356-ის შთამომავალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 550-მა მისი მიღწევების გამეორება და გაუმჯობესება ვერ შეძლო.

 

„Porsche 550“  „Porsche“-ს სპორტულ ავტომობილებში იქნება პირველი მოდელი, რომელიც 1,6 ლიტრიანი ტურბოძრავით აღიჭურვება. ამ უკანასკნელის სიმძლავრე 220 ცხენის ძალაა. ახალი მოდელის პრეზენტაცია 2014 წლისთვის იგეგმება.