ანა ცარიტოვა

2016-02-23 16:22:55
გინეკოლოგისთვის „ნაჩუქარი“ შვილი - ინგლისის პრინცესა ლუიზას ტრაგედია

ეს ფაქტი ისტორიკოსებს არასოდეს დაუდასტურებიათ,

თუმცა როგორც ჭორი უკვე 200 წელზე მეტია ცოცხლობს და თუ მის პერსონაჟებს გავითვალისწინებთ,

ასეთი ჭორები ჰაერიდან ნამდვილად არ ჩნდება.

ეს

გახლავთ ინგლისის დედოფალ ვიკტორიას უმცროსი ქალიშვილის ლუიზას ტრაგედია, რომელიც ისტორიას

შემორჩა როგორც ლამაზი გარეგნობისა და მეამბოხე სულის მქონე ქალი.

ინგლისელი

ბიოგრაფების ნაწილს მიაჩნიათ, რომ ლუიზას უკანონო შვილი ჰყავდა, რომელიც მან ადრეულ

ასაკში, საკუთარი ძმის რეპეტიტორის, უოლტერ სტირლინგისგან გააჩინა.

დაქირავებიდან

4 თვეში სტირლინგი სამსახურიდან გააგდეს, რაც სამეფო ოჯახისთვის ძალიან უჩვეულო ქცევა

იყო. მიზეზი კი სავარაუდოდ პრინცესასთან სასიყვარულო ურთიერთობა გახლდათ.

დედოფლის

უკანონო შვილიშვილი 1866 ან 1867 წელს დაიბადა, ბიჭუნას ოფიციალური დაბადების მოწმობაც

კი არ გააჩნდა, მისი ამ ქვეყნად მოვლინება საგულდაგულოდ იმალებოდა, თუმცა მაინც გაჟონა

ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ის დედოფალ ვიკტორიას გინეკოლოგმა ფრედერიკ ლოკოკმა

იშვილა.

რაც

შეეხება პრინცესა ლუიზას, სილამაზისა და წარმომავლობის გამო ის იმდროინდელი ევროპის

ყველაზე სასურველი სარძლო იყო, მაგრამ დედოფალ ვიკტორიას არ სურდა მისი შორს გათხოვება,

(ლუიზას ორი და უკვე გათხოვილი იყო გერმანული დინასტიის წარმომადგენლებზე და დედოფალს

შვილებისგან შორს ყოფნით გამოწვეული სევდის კიდევ უფრო გაღრმავება არ სურდა) რის გამოც

დანიის პრინცი ფრედერიკი და რუსეთის პრინცი ალბერტი ინგლისის სამეფო ოჯახმა სიძეებად

დაიწუნა.

1871

წელს ვიკტორია არგაილის ჰერცოგს, სერ ჯონ კემპბელს გაჰყვა ცოლად, რომელიც დედოფალს

სიძედ არ მოსწონდა, რადგან მისი ქვეშევრდომი იყო, მაგრამ ლუიზას ინგლისში დასატოვებლად

ამ კომპრომისზე წავიდა.

1878

წელს ჯონ კემპბელი კანადის გუბერნიის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა, ლუიზა კი კანადის

ვიცე დედოფალი გახდა.

ლუიზასა

და ჯონს შვილები არ გაუჩნდათ.