ვერიკო გიორგელაშვილი

2013-03-14 18:06:22
გამოუსწორებელი მექალთანე-ალბერტ აინშტაინის მეორე მხარე

ბუნებით მეამბოხე ვერ იტანდა პირობითობებს,

როგორცკი შესაძლებლობა მიეცემოდა იცვამდა ისე როგორც თავად გრძნობდა კომფორტულად

თავს,  როგორც  თვად 

მოწონდა. არასოდეს აღელვებდა სხვისი აზრი. მისთვის ფორმალობები არ

არსებობდა. ყველაფერში უბრალოებას და სიმარტივეს ესწრაფოდა. მისი ამოუწურავი

ტკბობის საგანი ორი რამ იყო ამ სამყაროში: მეცნიერება და მუსიკა. მთელი სიცოცხლის

მანძილზე სადაც იყო ალბერტ აინშტაინი ყველგან თან ახლდა მისი უსაყვარლესი ნივთი

ვიოლინო.

მისი

და მაია ჰყვებოდა, თუ როგორ შედგებოდა აინშტაინი უცებ ვიოლინოზე დაკვრისას და

შესძახებდა ახლა კი ვიპოვე, საქმე რომელიმე მეცნიერულ ამოცანის გადაწყვეტას

ეხებოდა. 

დაიბადა ელექტროტექნიკის ხელსაწყოთა მაღაზიის მფლობელის ოჯახში, ულმში, ბადენ-ვურტემბერგში, გერმანიაში. მისი მშობლები არა-დენომინაციური ებრაელები იყვნენ. პატარა ალბერტი კათოლიკურ დაწყებით სკოლაში მიაბარეს და ამასთან, დედის დაჟინებით, ვიოლინოს კლასებზეც ატარებდნენ. ამ პერიოდში ის, როგორც მიიჩნევენ, საგნებს ძნელად ითვისებდა, შესაძლო ადისლექსიისა და საერთო სიმორცხვის გამო, ან კიდევ მისი ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურის გამო (რაც მისი სიკვდილის შემდეგ დადგინდა. ზოგიერთ მკვლევარის მტკიცებით, მას ასევე შესაძლოა მსუბუქი ფორმის აუტიზმიც ჰქონოდა, თუმცა მეცნიერის სიკვდილის შემდგომ ამ ვარაუდის დადგენა შეუძლებელია..

აინშტაინი პირველად

24 წლის ასაკში დაქორწინდა. პირველი მეუღლე მილევა მარიჩი იყო რომელთანაც  ქალიშვილი და ორი ვჟი გაუჩინა, თუმცა მილევამ ქალების

მოყვარულ მოღალატე ქმარს მაინც ვერ გაუძლო და 16 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ  ისინი ერთმანეთს შორდებიან.

1913 წელს

ალბერტ აინშტაინმა მიატოვა

მეუღლე და ცოლად

შეირთო თავისი ბიძაშვილი ელზა აინშტაინი, რომელიც მასზე 3 წლით

უფროსი იყო. ელზას პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავდა. თავდაპირველად ფიზიკოსი არა თავის ბიძაშვილზე, არამედ მის უფროს ქალიშვილ ილზეზე აპირებდა დაქორწინებას. 

ალბერტი არა მხოლოდ ელზასა და ილზეს, არამედ უმცროსი გერის - მარგოს სარეცელსაც იზიარებდა. უფროსი დისა და დედის გარდაცვალების შემდეგ მარგო ქმარს გაეყარა და აინშტაინთან ერთად ცხოვრობდა, საზღვარგარეთულ ტურნეებშიც თან ახლდა და წვეულებებზეც.

ასევე ცნობილია

აინშტაინის სასიყვარულო ურთიერთობა მარგარიტა კონენკოვასთან რომელიც საბჭოთა

კავშირის სახელისუფლებო წრეებში

ტრიალებდა. ეს ფაქტი დიდი

ხნით იყო გასაიდუმლოებული როგორც საბჭოთა

ასევე შეერთებული შტატების

მხრიდან და საზოგადოებისთვის მხოლოდ მეოცე

საუკუნის ბოლოს გახდა

ცნობილი.

ალბერტისა და

მარგარიტას ურთიერთობა ხშირი

შეხვედრებით არ გამოირჩეოდა, თუმცა

ალბერტი მაინც ახერხებდა სხვადასხვა გზის

გამონახვას მარგარიტასთან კავშირისათვის. ერთ-ერთი

ასეთი ფაქტი ალბერტის

წერილებია სადაც ის

წერს მარგარიტას ექიმს

მისი დაავადების შესახებ

და თხოვს ავადმყოფის სარანკ-ლეიკში

გაგზავნას რომელიც აინშტაინის საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.

ასევე ცნობილია

აინშტაინის წერილები სადაც

ის აღწერს 6 ქალს,

რომელთანაც ის დროს

ატარებდა და საჩუქრებს იღებდა.

აინშტაინის უკანასკნელი სიყვარული ჯოანა ფანტოვა იყო - 76 წლის ასაკიდან სიკვდილამდე აინშტაინს მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

აინშტაინის შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებში ვხვდებით, რომ ის ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დაეჭვდა პიროვნული (რელიგიური) ღმერთის არსებობაში და მალე სკეპტიკოსი გახდა. 1954 წლის 24 მარტით დათარიღებულ წერილში უცნობი თაყვანისმცემელი პირის მიმართ მეცნიერი წერს:

– ცნობები ჩემი რელიგიურობის თაობაზე წარმოადგენს წმინდა წყლის ტყუილს, რომელიც სამწუხაროდ მუდმივად მეორდება. მე არ მწამს პიროვნული ღმერთის და არასოდეს მომსვლია თავში ამ აზრის უარყოფა. თუკი ჩემში რაიმეს შეიძლება ეწოდოს რელიგიური, მაშინ, ეს შესაძლოა იყოს ჩემი უსაზღვრო აღტაცება სამყაროს სტრუქტურით, რომელსაც გვიჩვენებს მეცნიერება.

თავის რელიგიურ მოსაზრებას სხვაგვარად ასეც განმარტავდა:

– სიტყვა ღმერთი ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური სისუსტის ნაყოფი და გამოხატულება. ბიბლიის ამბები პატივსაცემია, თუმცა დღესდღეობით უსარგებლო და ბავშვური.

E=mc²

აინშტაინის გენიალურობის სიმბოლოა. ეს არის ფორმულა, რომელიც ადამიანთა მიერ სამყაროს აღქმას სრულიად ცვლის, იგი აერთიანებს 2 იდეას, რომელიც აქამდე არავის დაუკავშირებია ერთმანეთთან ისე გენიალურად, როგორც აინშტაინმა შესძლო, ეს არის კავშირი მასასა და ენერგიას შორის. აინშტაინის მთავარი ჩანაფიქრი იყო ის, რომ ენერგია, რომელიც ამოძრავებს საგანს და მასა, როგორც საგნის წონა არ არიან ერთმანეთისგან განსხვავებულნი, პირიქით, ისინი ერთდაიგივე რამეს წარმოადგენენ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მასა შესაძლებელია გარდაიქმნას

ენერგიად და ენერგია – მასად. ეს არ იყო მხოლოდ თეორიული კავშირი, აინშტაინის ფორმულა უფრო შორს წავიდა და ზუსტი სიდიდე მიანიჭა ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც არსებობდა გარკვეული მასაში.

 ფორმულა გარდა დამანგრეველი ძალისა ასევე მოიცავს სამყაროს შექმნის თეორიას, ენერგის უზარმაზარი რაოდენობიდან მასის წარმოქმნას, დიდ აფეთქებას. ეს ფორმულა  ძალიან ბევრ რამზე მიუთითებს და კაცობრიობის ყველაზე დიდ აღმოჩენადაა მიჩნეული.

1955 წელს,

როდესაც ალბერტ აინშტაინი გარდაიცვალა, არა

მარტო მისი გიჟური

თეთრი თმები შეინახეს

კლიტულში, არამედ ის

მასაც, რომელსაც კაცობრიობა ბევრს უნდა

უმადლოდეს. ამ ოპერაციას (ტვინის ამოღებას)

ხელმძღვანელობდა დოქტორი

თომას ჰარვი, რომელმაც

დაახლოებით შვიდ საათიანი

ქირურგიული ოპერაცია ჩაატარა.

ამის შემდეგ აინშტაინის ტვინი სადღაც

გაქრა, სანამ 1978 წელს

დოქტორმა ჰარვი ჟურნალისტ სტივენ ლევისთან

ინტერვიუში არ გამოტყდებოდა, რომ მას

კვლავაც ჰქონდა ცნობილი

მეცნიერის ტვინი. თომას

ჰარვიმ ისიც აღნიშნა,

რომ აინშტაინის ტვინი

240 ნაწილად იყო დანაწევრებული და ინახებოდა ორ ქილაში.