ლილე შუკვანი

2017-02-28 14:33:46
ლეიკემია - რა უნდა ვიცოდეთ მასზე და რომელი ძირითადი სიმპტომები ახასიათებს?

 

ლეიკემია კიბოს

ერთ-ერთი სახეობაა. ლეიკოზის დროს სისხლსა და ძვლის ტვინში წარმოიქმნება თეთრი უჯრედები

და ხდება ანომალიური, რაც ორგანიზმში იწვევს ანემიას, სისხლდენას და სხვადასხვა ორგანოებს

დროთა განმავლობაში ძალიან აზიანებს. ახასიათებს სხვადასხვა ინფექციები. სისხლში უფრო

და უფრო მცირდება ჯანსაღი უჯრედები.

ლეიკემია ოთხი სხვადასხვა ტიპისაა, აქედან  ორი მწვავეა და ორიც ქრონიკული. მწვავე ლეიკემია

უცებ აღმოცენდება და ამ დროს დაავადების პროცესი დაჩქარებულად მიდის, ქრონიკულს კი

პროცეისის ნელი პროგრესირება ახასიათებს.

გამომწვევ მიზეზებზე ბევრი არაფერია ცნობილი, რადგან

არსებობს როგორც მემკვიდრეობითი, ასევე შეძენილი ლეიკემია. შეძენილი დაავადების მიზეზი

კი სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება გახდეს.

ბოლო წლებში დაავადებულთა შორის მცირეწლოვანების რიცხვი

ძალიან მომრავლდა. იმისათვის, რომ მალევე აღმოვაჩინოთ ლეიკემიის რისკი, უნდა ვიცოდეთ,

რა გარეგნული სიმპტომები ახასიათებს:

მუდმივი დაღლილობა

და სისუსტე - ეს ანემიის ნიშანია და უყურადღებოდა დატოვება არ

შეიძლება, რადგან ანემია შეიძლება ლეიკემიისგან იყოს გამოწვეული.

სუნთქვის უკმარისობა

- ლეიკემიით დაავადების დროს ადამიანს სიარულისა და ლაპარაკის დროსაც კი ეღლება გული,

აქვს ჰაერის უკმარისობა და იწყებს ქოშინს.

სხეულზე უმიზეზოდ

გამოვლენილი სისხლჩაქცევები და დალურჯებები - ამ დროს კანი

ძალიან სენსიტიური ხდება, შესაძლოა ოდნავ შეხებამაც კი გააღიზიანოს ის, დალუჯრებები

და სისხლჩაქცევები ერთ-ერთი ძირითადი სიმპტრომია, რომელიც ექიმმა აუცილებლად უნდა ნახოს.

სისხლდენა

- ღრძილებიდან, ცხვირიდან ან ფარული სისხლდენა, რომელიც კუჭის მოქმედებისას გამოჩნდება.

გამონაყარი -

წვრილი წითელი გამონაყარი, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გამუქდეს. ახაიათებს

ზრდაც.

დასიებული და შეშუპებული

ღრძილები - შესაძლოა ახასიათებდეს ქავილიც და უსიამოვნო შეგრძნება

პირის ღრუში.

ციებ-ცხელება და

კანკალი - ეს სიმპტომი ლეიკემიით დაავადებულ ყოველ მეოთხე ადამიანს

აქვს.

ოფლიანობა ძილში

- ეს სიმპტომი არა მხოლოდ ლეიკემიას, არამედ უამრავ სხვა დაავადებას ახასიათებს, ამიტომ

საჭიროა ექიმთან დროული კონსულტაცია.

თავის ტკივილი

- ეს სიმპტომი მწვავე ლეიკემიის ტიპს ეკუთვნის.

ფერმკრთალი სხეული

- ანემიის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანი.

ძვლების ტკივილი

- ლეიკემია პირველ რიგში ძვლებს უტევს, იწყება ძვლის ტვინში, შესაბამისად ძვლების დასუსტება

და ტკივილი ერთ-ერთი ნიშანდობლივი სიმპტომია.

გადიდებული ლიმფური

კვანძები - კისრის არეში გამოზრდილი კვანძები ხელით მარტივად

ისინჯება, ტკივილი არ ახასიათებს.

დაქვეითებული იმუნიტეტი

-მაგალითად, თუ შეგხვდათ სურდო, რომელიც მკურნალობის მიუხედავად მაინც არ ქრება, ან

უბრალოდ ყელის ტკივილი, მარტივი დაავადება მაგრამ დროსთან ერთად გართულებული, ეს თქვენს

დაქვეითებულ იმუნურ სისტემაზე მიუთითებს. შესაძლოა, ქრონიკული ინფექციაც დრო და დრო

გახსენებდეთ თავს.

ეს ყოველივე იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ლეიკემიით

დაავადების რისკის ქვეშ დგახართ, უბრალოდ, აუცილებელია იმაზე მეტ ყურადღებას ვაქცევდეთ

ჯანმრთელობას, ვიდრე ეს გვახასიათებს.