ჟურნალი ფენომენი

2016-11-17 23:18:53
გაინტერესებთ, რას ფიქრობდა აკაკი ბაქრაძე უცხოპლანეტელების შესახებ?

გაინტერესებთ, რას ფიქრობდა ცნობილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე - აკაკი ბაქრაძე  უცხოპლანეტელების შესახებ?

აკაკი ბაქრაძე: „70-იან წლებში ინგლისში ფუტუროლოგთა ყრილობა ჩატარდა. ერთმა ინგლისელმა მეცნიერმა შიში გამოთქვა: „თუ დედამიწის გარეთ უცხო ცივილიზაცია არსებობს, ჩვენ მიწიონებს (ე.ი. დედამიწაზე მცხოვრებთ) დიდი საფრთხე გვემუქრებაო“. რუსმა მეცნიერმა დაამშვიდა: „თუ დედამიწაზე მოვა უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელი, იგი ისეთ მაღალ დონეზე იქნება თავისი შეგნებით, რომ ადამიანებს არავითარი საფრთხე არ დაემუქრებაო“. ამ იმედიან განწყობილებას ინგლისელმა სევდიანად უპასუხა - „თქვენ კენგურუს დაპატიჟებთ ჩაიზე?“

მაშინ რა ვქნათ, თუ უცხოპლანეტიონი მიწიონებს კენგურუებად მიგვიჩნევს? - ამის პასუხი პოლიტიკოსებმა უნდა მოძებნონ, მათ უნდა მოამზადონ დედამიწა უცხო სამყაროსთან შესახვედრად. ამიტომ, ბუნებრივია, მათი აფორიაქება, მოვლენის ამოხსნის მცდელობა, გზების ძიება.. ვერცერთი პარაფსიქოლოგი ვერ იტყვის, როდის მოხდება მიწიონებისა და უცხოპლანეტიონების შეხვედრა, მაგრამ ასეთი შეხვედრა რომ მოხდება, ეს არ მეეჭვება. ამის საბუთი ცივილიზაციის ისტორიაა“.

(ნაწყვეტი აკაკი ბაქრაძესთან ინტერვიუდან, რომელიც 1994 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ფენომენში“).