ანა ცარიტოვა

2013-04-12 14:45:36
მათ ნასას მარსზე მისვლა დაასწრეს, მაგრამ...

ნასას

მორიგი გამაოგნებელი აღმოჩენა. ამერიკული კოსმოსური მოწყობილობით MRO (Mars

Reconnaissance Orbiter) - მარსზე საბჭოთა აპარატი "Марс-3"

დააფიქსირეს, რომელიც წითელ პლანეტაზე 1971 წლის დეკემბერში დაჯდა. აღნიშნულ

ინფორმაციას Space.com ავრცელებს.

ნასა ადასტურებს, რომ დიდი შანსია, რომ

MRO-ს მიერ დაფიქსირებული ობიექტი მართლაც საბჭოთა "Марс-3" იყოს.

ნასას აღმოჩენის შემდეგ კი რუსული

მედია საზოგადოებას "Марс-3"-ის ისტორიას უამბობს. ავტომატურმა სადგურმა

"Марс-3"-მა მარსისკენ გეზი 1971 წლის 29 მაისს აიღო, 2 დეკემბერს კი

სამყაროს ისტორიაში პირველად დედამიწელების აპარატურა მარსზე დაჯდა. მარსზე

დაშვების შემდეგ "Марс-3"-მა ინფორმაციის გადაცემა დაიწყო, თუმცა 14,5

წამის შემდეგ კავშირი გაწყდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ

"Марс-3"-ის მწყობრიდან გამოსვლა პლანეტაზე არსებულმა ზედმეტად მშრალმა

გარემომ გამოიწვია.