იმედი

2017-04-09 23:43:01
თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, კაცი მოკლეს და ბინას ცეცხლი წაუკიდეს

თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, კაცი მოკლეს. მეზობლების თქმით, კაცი დანით მუცლის და სახის არეში დაჭრეს, შემდეგ ბინას ცეცხლი წაუკიდეს. 

ამ წუთებში ადგილზე სახანძრო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. მეხანძრეებს ადგილზე 70 წლის მამაკაცის გვამი

დახვდათ. საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურის ინფორმაციით, დამწვარია სახლის

8 კვ მეტრამდე.

ამ დროისთვის საქმეზე შსს განმარტებას არ აკეთებს.