ლილე შუკვანი

2017-03-28 15:03:06
"მკვლელობაში ბრალდებულს გარდაცვლილი რამდენჯერმე მიუვარდა სახლში, გამუდმებით ამცირებდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა" - კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

კახეთში, თელავის

რაიონის სოფელ ნაფარეულში მომხდარი მკვლელობის მიზეზად ქალი სახელდება.

დრონი.ჯი  ადგილობრივ მაცხოვრებელს ესაუბრა, რომელიც ყვება, რომ გარდაცვლილ

28 წლის მამაკაცს ბევრი არ იცნობდა სოფელში კარგად, სახლიდან იშვიათად გამოდიოდა და

თანასოფლელებთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. იგი საზღვარგარეთ იყო წასული და არც ისე

დიდი ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში. როგორც ირკვევა, ამ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა

დაახლოებით სამი წლის წინ დაიძაბა ქალზე ეჭვიანობის გამო. მკვლელობაში ბრალდებული

23 წლის გიორგი თანასოფლელებთან ყვებოდა, რომ გარდაცვლილი რამდენჯერმე მიუვარდა სახლში,

ამცირებდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. გიორგის მამა გარდაცვლილი ჰყავს, ხოლო

დედა საზღვარგარეთ იმყოფება. ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის პერმანენტული შელაპარაკება

და საქმის გარჩევა ფატალური შედეგით დასრულდა. 23 წლის მამაკაცმა სახლთან მიაკითხა

მსხვერპლს და მორიგი ჩხუბის დროს 2 ტყვია ესროლა. ხმაურზე გარდაცვლილის მამა გამოვარდა

სახლიდან, რომელსაც შვილი ხელებში ჩააკვდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემდეგი

განცხადება გაავრცელა: შსს- კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რაიონული სამმართველოსთანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,

1995 წელსდაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ძ.-მ თელავის რაიონის

სოფელ ნაფარეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 1989 წელს დაბადებულ

ვ.ს.-ს სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი

მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა,

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,

გ.ძ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - არარეგისტრირებული სანადირო თოფი შემთხვევის

ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს

(საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).