დრონი.ჯი

2017-03-28 12:29:29
სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა - შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის

და თელავის

რაიონული სამმართველოს

თანამშრომლებმა, ერთობლივად

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და

საგამოძიებო ღონისძიებების

შედეგად, 1995 წელს

დაბადებული გ.ძ. განზრახ

მკვლელობის ბრალდებით,

ცხელ კვალზე

დააკავეს.

გამოძიებამ

დაადგინა,

რომ გ.ძ.-მ თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, ურთიერთშელაპარაკებისას,

თანასოფლელს

- 1989 წელს

დაბადებულ

ვ.ს.-ს სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა,

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ.ძ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - არარეგისტრირებული

სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება

განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).