დრონი.ჯი

2017-02-16 16:24:59
თბილისში შატბერაშვილის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს

თბილისში შატბერაშვილის ქუჩაზე

ავტომობილს, რომელშიც,

სავარაუდოდ, სამი

ადამიანი იმყოფებოდა,

ცეცხლი გაუხსნეს. 

არსებული

ინფორმაციით,

ავტომობილში

მსხდომთაგან

ერთ-ერთი საქართველოს „ინტერპოლის"

ბიუროს წარმომადგენელი იყო, რომელიც სროლის შედეგად დაიჭრა და ამ დროისათვის, სამედიცინო დაწესებულებაშია

გადაყვანილი.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

პროკურატურის

უწყებას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.