დრონი.ჯი

2017-01-12 10:34:28
წუხელ ღამით პრეზიდენტის სიძე დაჭრეს

წუხელ, ბალანჩიაძის ქუჩაზე  გიორგი მარგველაშვილის სიძე, მაშო ჩიჩუას მეუღლე მინდია გოგოჭური დაჭრეს. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. გოგოჭურთან ერთად საავადმყოფოში მოათავსეს მისი მეგობარი, რომელიც ასევე დაჭრილია მხარის არეში.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.შეგახსენებთ, რომ მინდია გოგოჭური 2011 წელს მოკლული ზურა ტარყაშვილის მკვლელობის საქმის მონაწილეა, ასევე 2014 წელს სისხლიანი გარჩევა ჰქონდა ბაჩო სირაძესთან, რომელიც ფეხში დაჭრა.