რუსთავი 2

2016-12-28 17:31:42
ოზურგეთში მამაკაცი დანით მოკლეს

ოზურგეთის სოფელ მელექედურში 42 წლის მამაკაცი დანით მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა რუსთავი 2-თან

საუბრისას განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის

სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას

გულისხმობს.

შს სამინისტროს ცნობით, სავარაუდო ბრალდებული დადგენილია და შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.