დრონი.ჯი

2016-11-23 12:14:49
დოლიძის ქუჩის მახლობლად ჩანთაში ჩადებული დანაწევრებული ცხედარი იპოვეს

დოლიძის ქუჩის მახლობლად, ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. ცხედარი დანაწევრებულია და ჩანთაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ამავე ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ის ხშირად სვამდა. მათივე ცნობით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.