ფორტუნა

2016-11-04 16:26:02
თბილისში გოგონამ საკუთარი დედა მოკლა და სხეული დაანაწევრა - მკვლელობაში მას მეგობარი ბიჭი დაეხმარა

თბილისში საზარელი შემთხვევა

მოხდა – გაბრიელ

სალოსის ქუჩაზე

ახალგაზრდა გოგონამ

საკუთარი დედა

მოკლა.

მეზობლები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ. როგორც ერთ-ერთმა

მათგანმა

„ფორტუნას“

განუცხადა,

მეზობელი ქალი დაახლოებით 3 კვირის წინ დაიკარგა და მას პოლიცია ეძებდა, ამასთან, იგი ამ პერიოდის განმავლობაში სახლიდან არ გასულა, რადგან  არ დაუფიქსირებია სახლის წინ მდებარე მაღაზიის კამერასაც.

საბოლოოდ კი გაირკვა,

რომ ქალი მისმა შვილმა მეგობარ ბიჭთან ერთად მოკლა, შემდეგ კი მიცვალებულის სხეული დაანაწევრეს.

მეზობლები ამბობენ, რომ გოგონა

გაურკვეველი

სექტის წევრია. მათივე ინფორმაციით, გოგონა სამართალდამცველებმა

უკვე დააკავეს და ის ბრალს აღიარებს.