დრონი.ჯი

2016-10-28 10:20:59
ბახტრიონზე, წუხელ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბახტრიონზე, წუხელ ორი

ახალგაზრდა მამაკაცი

დაჭრეს.

დაჭრილები

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, მათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ.

ტელეკომპანია

”რუსთავი

2-ის” ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ერთ-ერთის მდგომარეობა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში და ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. დაჭრილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.

მეორე მამაკაცს, კი მხოლოდ ფეხში აქვს ნასროლი. ექიმების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

მომხდარზე

გამოძიება

2 - „სისხლის

სამართლის

კოდექსის“

117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.