დრონი.ჯი

2015-12-08 14:19:03
ჯგუფებში უნებართვოდ დამატება და 2220 გატეხილი Facebook - თბილისში ამ ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის

დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან

ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო

ღონისძიებების შედეგად, კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით, სოციალური ქსელი „facebook“-ის

ავტორიზაციის მსგავსი ვებგვერდის - ე.წ. ფიშერის დამზადების, აღნიშნული ფიშერისა და

სხვა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით სოციალური ქსელი „facebook“-ის სხვადასხვა

მომხმარებლის პროფილებზე უკანონო შეღწევის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული ვასილ ქ. და

1983 წელს დაბადებული რაინდი კ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ

დაადგინა, რომ ვასილ ქ-მ მიმდინარე წლის თებერვალში, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ

შეღწევის და სხვისი კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების მიზნით, სოციალური

ქსელი „facebook“-ის ავტორიზაციის მსგავსი ვებგვერდი დაამზადა დომეინით –

htt://facebook-photos.ga/gggg44. ამის შემდეგ, ვასილ ქ. სოციალურ ქსელ

„facebook“-ში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შინაარსის პოსტებს ათავსებდა, სადაც ბმულის

სახით მის მიერ დამზადებულ ვებგვერდს უთითებდა. დაინტერესებული მომხმარებელი აღნიშნული

პოსტის გახსნის შემთხვევაში, ბმულზე გადასვლისას, ვასილ ქ-ს მიერ დამზადებულ ყალბ გვერდზე

ხვდებოდა, სადაც ხელახალი ავტორიზაცია უნდა გაევლო. ავტორიზაციისას „facebook“-ის მომხმარებლის

სახელი, პაროლი იგზავნებოდა და ინახებოდა ვასილ ქ-ს მიერ ვებჰოსტინგზე სპეციალურად

შექმნილ ფაილებში. გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნულ ფაილებში აღმოჩენილია

„facebook.com“-ის 1010 მომხმარებელის სახელი და პაროლი. უკანონოდ მოპოვებული, ზემოხსენებული

მონაცემების გამოყენებით, ვასილ ქ. უნებართვოდ აღწევდა სოციალური ქსელი

„facebook“-ის მომხმარებელთა გვერდებზე და აღნიშნულ მომხმარებლებს მის მიერ სპეციალურად,

რეკლამების განთავსების მიზნით შექმნილ ჯგუფში უნებართვოდ ამატებდა.

გამოძიებით

ასევე დადგინდა, რომ რაინდი კ-მ, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით,

უკანონოდ მოიპოვა, შეაღწია და დაშვების პაროლები შეუცვალა „facebook.com“-ის მომხმარებლებს.

შემდეგ აღნიშნული მომხმარებლების სახელით, მათი პროფილებიდან რეკლამებს პოსტავდა, რაშიც

რეკლამის დამკვეთისაგან ანაზღაურებას იღებდა. რაინდი კ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულ

კომპიუტერულ სისტემებში აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული, „facebook.com“-ის 1210 მომხმარებლის

სახელი და პაროლი.

ამჟამად

მიმდინარეობს სოციალური ქსელი „facebook.com“-ის მომხმარებლებისთვის პროფილების დაბრუნება.

გამოძიებას

აწარმოებს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან

ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო საქართველოს სსკ-ის

284-ე მუხლის 1-ლი, 158-ე მუხლის 1-ლი და 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით და 286-ე მუხლის

მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.