ანა ცარიტოვა

2014-11-13 14:54:48
კაცი მატარებელს ბორბლებში ჩაუგდეს, რადგან რუსეთის საჰაერო არმიის სადღეგრძელო არ დალია

გაუგონარი

დანაშაული მოხდა რუსეთში, ახალგაზრდებმა მამაკაცი სასიკვდილოდ გაიმეტეს მხოლოდ იმიტომ,

რომ მან რუსეთის საჰაერო არმიის დალოცვაზე უარი განაცხადა.

გამოძიების ინფორმაციით ახალგაზრდებმა

47 წლის მამაკაცი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი მოახლოებულ მატარებელს ბორბლებში

ჩაუგდეს. მემანქანემ ადამიანი შენიშნა და ექსტრემალური მუხრუჭი გამოიყენა, თუმცა მამაკაცი

მაინც დაშავდა, მიიღო ტვინის ტრამვა, სხეულის მრავალი დაზიანება და  დაკარგა ფეხი.

დამნაშავეეები 24 საათში დააკავეს,

ისინი სოფელ ობშაროვკაში მცხოვრები 18 წლის დენის პ. და 17 წლის ბოგდან გ. აღმოჩნდნენ.