რუსმა მსახიობმა მარატ ბაშაროვმა ცოლი სცემა, ქალი კომაშია. ამის შესახებ გადაცემაში „პირდაპირ ეთერი“ ისაუბრა დაზარალებულის ბიძამ, მსახიობმა ემანუილ ვიტორგანმა. ნაცემი ქალბატონი, მსახიობი ეკატერინა არხანოვა 39 წლისაა, მარატის ცოლი ის 4 თვის წინ გახდა და ერთი შეხედვით წყვილი ძალიან ბედნიერი იყო, რის გამოც მომხდარი ყველასთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.