დრონი.ჯი

2012-09-24 19:21:48
დესერტი ჟოლოსგან - „კენკროვანი ზაფხული“

ინგრედიენტები: 500 გრამი ნაღები, 150 გრამი შაქარი, 100 გრამი ჟოლო, 50 გრამი შოკოლადი, 25-30 ცალი გამომცხვარი ორცხობილის ჯოხები.

მომზადების წესი: ნაღები ამოვიყვანოთ და დავუმატოთ შაქარი, კარგად ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ფორმაში ჩავასხათ მიღებული მასის მცირე ნაწილი და დავაწყოთ ორცხობილის ჯოხები. დავფაროთ დარჩენილი ნაღების ნახევრით. დავაწყოთ ორცხობილის მეორე ფენა, კვლავ დავფაროთ დარჩენილი ნაღებით და დავაწყოთ ჟოლო. ამ ყოველივეს მოვასხათ გამდნარი შოკოლადი. ამის შემდეგ კი 2-3 საათით შევდგათ მაცივარში.