droni.ge

2014-06-20 12:45:45
ბრაუნის ნამცხვარი ბანანით (რეცეპტი)

ბრაუნი ნამცხვრის სახეობაა, რომლის

მოსამზადებლადაც შოკოლადი ან კაკაო გამოიყენება. ბრაუნის ეს ვარიანტი ბანანის დამატებით

მზადდება. სცადეთ და მოამზადეთ ეს არომატული დესერტი _ ბანანი და შოკოლადი ხომ შესანიშნავად

ეხამება ერთმანეთს.

ინგრედიენტები:

შავი შოკოლადი (60-70 %)125

კარაქი 105 გ

კვერცხი 2

ბანანის პიურე 110 გ

ბანანი 2

შაქარი 175 გ

ფქვილი 90 გ

მარილი 1/4 ჩ.კ

ვანილი

1. ბანანის დამუშავება: საშუალო ცეცხლზე გავადნოთ კარაქი და ყავისფერი შაქარი,

დავამატოთ 1 სმ სისქეზე დაჭრილი ბანანი და შევწვათ. სწრაფად გადავატრიალოთ, რომ მეორე

მხარესაც შეიწვას. დიდხანს არ დავაყოვნოთ ცეცხლზე, რომ არ დაიშალოს. შემწვარი ბანანი

ზედმეტი ცხიმისგან დასაწრეტად გადმოვიღოთ თუშფალანგზე. აირღუმელი გავახუროთ 190 გრადუსზე.

საცხობ ფურცელს წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი ან სპეციალური ქაღალდი ჩავუფინოთ.

2. პატარა ქვაბში მოვათავსოთ შოკოლადი და კარაქი, ძალიან დაბალ ცეცხლზე ან ორთქლის

აბაზანაზე გავადნოთ, რომ არ დაიწვას. როცა გადნება, ცეცხლიდან გადმოვდგათ და კარგად

მოვურით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3. ავთქვიფოთ კვერცხები, დავუმატოთ დაბლენდერებული ბანანი და მოვურიოთ. დავუმატოთ

შეგრილებული გამდნარი შოკოლადი, შაქარი, ვანილი და მარილი. ბოლოს დავუმატოთ გაცრილი

ფქვილი და კოვზით ნელ-ნელა შევაზილოთ.

4. დავუმატოთ კარამელიზებული ბანანი, ამოვურიოთ და ჩავასხათ ფორმაში. ვაცხოთ

20-25 წუთის განმავლობაში. დროს არ უნდა გადავაჭარბოთ, თორემ ბრაუნი გამაგრდება და

გამოშრება.