დრონი.ჯი

2017-04-20 00:13:49
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიშეამცირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. დღეს შეიძლება ახლობლების რჩევამაც კი გული გატკინოთ. უმჯობესია, მეტი დრო გაატაროთ შინ, მოაგვაროთ საოჯახო საქმეები. კუროგადაღლილი ხართ და გიჭირთ სერიოზული საქმეების შესრულება. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან, საყვარელ ადამიანთან. ტყუპიკარგი დღეა ხანმოკლე მგზავრობისთვის, განახლებისთვის. ინიციატივა დასაშვებია ნორმის ფარგლებში. თუმცა, რისი ნიჭიც გაქვთ ის თამამად უნდა გამოავლინოთ. კირჩხიბიმეტად დაისვენეთ, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. სამსახურში ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც სირთულეებს მოუტანს თქვენს კოლეგებს. ლომიგადახედეთ შესრულებულ საქმეებს, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. შეეხმიანეთ უცხოელ კოლეგებს. ქალწულიყურადღება გმართებს მიმდინარე საქმეების მოგვარებისას. თუ საყვარელი ადამიანის მიმართ მოსიყვარულე იქნებით და კრიტიკას დაივიწყებთ, ურთიერთობაში სიმშვიდე დაისადგურებს. სასწორისწრაფად მოაგვარებთ სამსახურის საქმეებს და მეგობრებთან ერთად გართობისთვისაც დაგრჩებათ დრო. კარგი დღეა შოპინგისთვის. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. მორიელიბალანსი უნდა გამონახოთ დაქვემდებარებასა და ინიციატივის გამოჩენას შორის. ზოგიერთი სამსახურის შეცვლაზე დაფიქრდება. სხვა დღეს გადადეთ ოკულისტთან და სტომატოლოგთან ვიზიტი. მშვილდოსანიკარგი დღეა ცოდნის მისაღებად. წარსულში ნასწავლის პრაქტიკაში გამოსაყენებლად. თუ სირთულეებს არ შეუშინდებით, სასურველს აუცილებლად მიაღწევთ. თხის რქა დღეს საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის, ვალდებულების აღება მოგიწევთ. წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალება მოგეცემათ. გარშემო მყოფებისგან დახმარებას ნუ ელით. მერწყულიშეამცირეთ ურთიერთობა თქვენთვის უასიამოვნო ადამიანებთან; დატვირთვა სამსახურში. მგზავრობა და საქმიანი შეხვედრა არ უნდა იყოს დიდხნიანი. თევზებიყველა საქმეში შეინარჩნეთ წონასწორობა. განსაკუთრებით, ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მოთმინებით აღიჭურვეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას.