დრონი.ჯი

2017-01-09 22:31:41
10 იანვარის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიორიგინალური იდეებით ხართ აღსავსე და საქმეების მოგვარება, ახალი იდეების განხილვა, სპორტულ თამაშებში მონაწილეობა არ გაგიჭირდებათ. რომანტიკის გამო ფინანსური ხარჯის გაღება მოგიწევთ.კუროსურვილი გაგიჩნდებათ ავტორიტეტი მოიპოვოთ გარშემო მყოფებში. სასიამოვნო ცვლილებები გელით საკუთარ სახლში. კარგი დღეა სტუმრების მისაღებად, ოჯახური დღესასწაულის მოსაწყობად. ტყუპისიახლეების, გართობის სურვილი გაგიჩნდებათ. კარგი დღეა ხუმრობებისა და ექსპერიმენტებისთვის. მოსალოდნელია ინფორმაციის სიმრავლე, გრძნობების მოზღვავება. კირჩხიბიდღეს ეკონომიას ვერ გასწევთ. მოსალოდნელია მადის მომატება, გაგიმძაფრდებათ ინტერესი ეგზოტიკური კერძებისადმი. გაინებივრეთ საკუთარი თავი მდიდრულ რესტორანში სადილით ან ძვირფასი აქსესუარები შეიძინეთ. ლომიდღეს თქვენი მთავარი მტერი სიზარმაცე იქნება. თუ მას დაძლევთ და ლიდერის თვისებებს გამოავლენთ, არ გაგიჭირდებათ ახალი და მიმდინარე პროექტების განხილვა. გეგმების განხორციელებისას ფულის ხარჯვაც მოგიწევთ. ქალწულიმიმდინარე საკითხების მოგვარებისას მეტი კრეატიულობა გამოავლინეთ. ნუ გექნებათ გავლენიანი მეგობრების, თანამდებობის პირის იმედი. მეტი მზრუნველობა გმართებთ ბავშვებისა და მშობლების მიმართ. სასწორიკარგი დღეა ბიზნეს და სასიყვარულო საკითხებს მოსაგვარებლად. გაგიმძაფრდებათ ინტერესი მოდისა და სანახაობისადმი. ზოგიერთს ახალი სპონსორი, მფარველი გამოგიჩნდებათ. მორიელიძალაუფლების, გამდიდრების სურვილი გაგიჩნდებათ. თუმცა, მოერიდეთ ავანტიურას, განსაკუთრებით, ფინანსურს. გაფრთხილდით, მოშურნეები გააქტიურდებიან. მშვილდოსანიდაფიქრდით სწავლის გაგრძელებაზე, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, მოგზაურობაზე, პოლიტიკურ და სამეცნიერო კარიერაზე; გამოძებნეთ შემოსავლის ახალი წყარო. თხის რქასარისკო საქმეები თქვენგან მეტ დაკვირვებას მოითხოვს. ზოგიერთი ფინანსურ ავანტიურაში ჩაერთვება. ოჯახური უსიამოვნება არასტანდარტულად მოაგვარეთ. მერწყულიკარგი დღეა სიტყვით გამოსასვლელად. არ გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთან, გავლენიან ადამიანებთან. მოერიდეთ მეუღლესთან დაპირისპირებას ფინანსურ და იდეოლოგიურ საკითხებზე. თევზებიგანაახლეთ გარემო თქვენ გარშემო, ინტერიერი - ბინაში, პროგრამები - კომპიუტერში. ძველი უსიამოვნებების მოსაგვარებლად ახალი მეთოდები გამოიყენეთ.