დრონი.ჯი

2017-01-03 10:12:29
3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიდილა პრაქტიკულ საქმეებს დაუთმეთ. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. საღამო შინ, მშვიდ გარემოში გაატარეთ. კუროდილა დასვენებას, გამოძინებას დაუთმეთ. იყავით მიზანმიმართული, პრაქტიკული. ნუ დახარჯავთ დროსა და ენერგიას არაფრისმომცემ საქმეებზე. ტყუპინუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, მაგრამ თვალი ადევნეთ მიმდინარეებს. შეამცირეთ ურთიერთობები. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მიმართ. კირჩხიბითუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ ძალაში, სიმართლეში ნურავის შეეწინააღმდეგებით. საქმიან და პარტნიორულ ურთიერთობში მეტი დიპლომატია გმართებთ. ლომიდასვენება და შემოქმედებითი იდეების განხორციელება გსურთ, მაგრამ საქმეებსაც უნდა მიხედოთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. გარშემო მყოფებთ ურთიერთობისას - დისტანცია. ქალწულიშეამცირეთ არაფრისმომცემი საუბრები და ურთიერთობები. კარგი დღეა ავეჯის გადასაადგილებლად. მოერიდეთ სპორტულ აქტიურობებს. სასწორიყური დაუგდეთ მშობლებს, გამოცდილი ადამიანების რჩევებს. განაახლეთ ოჯახური ტრადიციები. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. მორიელიმოერიდეთ ურთიერთობას თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან, იმ საქმის შესრულებას, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებთ. მშვილდოსანიიყავით ხალისიანი, დიპლომატიური ურთიერთობებში. თუ პირადი ფინანსური კეთილდღეობა გადარდებთ, დროა, სამოქმედო გეგმა ჩამოწეროთ. თხის რქა ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების საქმეებს და მეტი საკუთარ პრობლემებს. დაზოგეთ ენერგია, ნუ გაართულებთ ურთიერთობას გავლენიან ადამიანებთან. მერწყულიგამონახეთ დრო განმარტოებისთვის, გადახედეთ წარსულში ჩადენილ შეცდომებს, შეძლებისდაგვარად გამოასწორეთ ისინი. დაისახეთ სამომავლო გეგმები. თევზებიიყავით მეტად მიზანმიმართული, დამოუკიდებლად იმოქმედე. გამოიჩინეთ მეტი ინტერესი თქვენთვის საინტერესო თემებისადმი. ბავშვებისა და გარშემო მყოფებისთვის მისაბაძი ადამიანი უნდა გახდეთ.