დრონი.ჯი

2016-12-29 23:08:34
30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძისადღესასწაულო დღეების მიუხედავად სამსახურის საქმეებს ვერსად გაექცევით. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად შეადგინეთ საახალწლო წვეულების გეგმა. კუროდაასრულეთ სამსახურის საქმეები, ახალი წლის დღეებში კარიერაზე რომ არ იფიქროთ. ზოგიერთს რომანის დაწყება ელის საქმიან პარტნიორთან, კოლეგასთან. ტყუპიგააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მშვიდად ესაუბრეთ მათ. ნუ გადაიყოლებთ ახალ წელს ვალებს, დანაპირებს. კირჩხიბისასიამოვნო მომენტებით დატვირთული დღე გელით. მზად იქნებით ყველაფრისთვის, ოღნდ საყვარელ ადამიანებს ასიამოვნოთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. ლომისამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, მოემზადეთ საოჯახო დღესასწაულისთვის. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ, გაასეირნეთ. ქალწულისაქმიანი ან სასიყვარულო შეხვედრა გელით. კარგი დღეა პროდუქტებისა და საჩუქრების შესაძენად. საღამოს სასიამოვნო ფუსფუსი გელით. სასწორიკარგი დღეა საჩუქრების საყიდლად. მოერიდეთ ტექნიკის ყიდვას. საოჯახო საქმეები ოჯახის წევრებს გადაუნაწილეთ; სამსახურის - კოლეგებს. მორიელიდაასრულეთ საქმეები, რათა სადღესასწაულო დღეები ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. გაანებივრეთ ბავშვები და საყვარელი ადამიანი საჩუქრებით, სიურპრიზებით. მშვილდოსანისამსახურის საქმეები მეტ დაკვირვებას მოითხოვს. განსაკუთრებით, ფინანსური საკითხები. გვიანობამდე ნუ გაჩერდებით სამსახურში, შინ საოჯახო საქმეები გელით. თხის რქა დილიდან სადღესასწაულო განწყობა გექნებათ. თუმცა, გამონახეთ დრო სამსახურის საქმეებისთვის. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, დაისვენეთ და გამოიძინეთ. მერწყულიიმისათვის, საახალწლო დღესასწაულს ლაღი შეხვდეთ, დღეს დაასრულეთ სამსახურის საქმეები. საღამოს ან რომანტიკული პაემანი გელით, ან მეგობრული წვეულება. თევზებიგარშემო მყოფების მიმართ იყავით მეტად გულკეთილი. თუ ახალი წლის შეხვედრას სხვა ქალაქში, ქვეყანაში აპირებთ, დღეს დაასრულეთ საქმეები, რათა გულდამშვიდებულმა იმხიარულოთ.