დრონი.ჯი

2016-12-28 23:06:50
29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიდაზოგეთ ენერგია, გარშემო მყოფების მიმართ მეტი დიპლომატიურობა, მეგობრულობა გმართებთ. კარგი დღეა ყოფილ სასიყვარულო და ბიზნესპარტნიორთან შესარიგებლად. კუროშეამცირეთ დატვირთვა, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. ტყუპიარ დაიწყოთ ახალი საქმეები. გადახედეთ უკვე შესრულებულს, შეაფასეთ მოვლენები. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. მოუმზადეთ საყვარელ ადამიანს სიურპრიზი. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. კირჩხიბისამსახურის საქმეებს ნაკლები, საოჯახოს კი მეტი დრო დაუთმეთ. შექმენით სახლში სიმყუდროვე. კარგი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად საყვარელ ადამიანთან, აპატიეთ ერთმანეთს. გაიხსენეთ წარსულიდან სასიამოვნო მომენტები. ლომინუ ეცდებით ახალი საქმეების დაწყებას, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. საქმიანი შეხვედრები მეგობრულ გარემოში დანიშნეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. ჩამოწერეთ სადღესასწაულო გეგმა. ქალწულიმეტი თავისუფლება მიანიჭეთ საკუთარ თვს. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. შეხვდით მეგობრებს, თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. საღამოს ბავშვებთან ერთად იმხიარულეთ, სწავლასაც თამაშის ფორმა უნდა ჰქონდეს. სასწორიზოგიერთს შვებულება, დასვენება მოუნდება. საქმიანი შეხვედრები არაოფიციალურ სიტუაციაში დანიშნეთ, იყავით მეტად დიპლომატიური. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ. მორიელიმეტად დაისვენეთ, მოდუნდით. დრო სასიამოვნო ადამიანების, სასიყვარულო პარტნიორის გვერდით გაატარეთ. თუ საქმეებს სხვა დღისთვის ვერ გადადებთ, მხოლოდ ადვოკატს, კომპანიონს ეკონტაქტეთ. მშვილდოსანიშეამცირეთ ოფიციალური შეხვედრები და კონტაქტები. შეხვდით მეგობრებს, ისაუბრეთ, განიტვირთეთ. დაგეგმეთ საახალწლო დღესასწაული. შეიძლება დიდი ხნის უნახავი ახლობელი გესტუმროთ. თხის რქა შეამცირეთ ატიურობა, არ დაიწყოთ ახალი საქმეები, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. გარშემო მყოფების მიმართ იყავით დიპლომატიური. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. მერწყულიკარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. დღეს გამოავლენთ თავისუფლებას, ორიგინალურ აზროვნებას, იქნებით მეგობრული, საყვარელი ადამიანის მიმართ - მზრუნველი. იფიქრეთ მოგზაურობასა და სწავლის გაგრძელებაზე. თევზებიდაგეგმეთ სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა, საუბარი. წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ ფილმებს. ნუ ეცდებით მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას. საღამო შინაურულ გარემოში გაატარეთ.