დრონი.ჯი

2016-12-27 22:38:24
28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიმოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან, უფროსთან. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. იყავით სამართლიანი და ეცადეთ, დღევანდელმა უსიამოვნებამ საახალწლო დღესასწაული არ გაგიფუჭოთ. კუროსაქმეებით დატვირთული დღე გელით. ყურადღება გმართებთ პარტნიორების, კოლეგების შერჩევისას. თუ გადაწყვეტთ, ექიმს გაესინჯოთ, მკურნალობას დღესვე ნუ დაიწყებთ. ტყუპიგააუმჯობესეთ ურთიერთობა შვილებთან, საყვარელ ადამიანთან. ერთად მოიფიქრეთ საახალწლო დღესასწაულის გეგმა. სამსახურში მოსალოდნელია გართულება. სიფრთხილე გმართებთ საგადასახადო ინსპექციასთან, მევალეებთან. კირჩხიბიდაასრულეთ დაწყებული საქმეები, უმჯობესია, კოლეგების დახმარებით. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. რჩევისთვის მიმართეთ მშობლებს, საყვარელ ადამიანს. ლომიადვილად მოაგვარებთ წარმოქმნილ სირთულეებს. საქმიან პარტნიორებთან შეხვედრისას მეტად გამოავლინეთ მოთმინება, დიპლომატიურობა. იგივე გმართებთ ახლობლებთან ურთიერთობისას. ქალწულიფინანსები მოზომილად ხარჯეთ. ნათესავებთან ერთად განიხილეთ სამომავლო გეგმები, საოჯახო ბიუჯეტი. გამონახეთ დრო ჰობის, დასვენებისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. სასწორისაქმეებითა და ემოციურად დამღლელი დღე გელით. წარმატება თქვენს პროფესიონალიზმზე, ენერგიულობასა და მოთმინებაზეა დამოკიდებული. იყავით მეტად მიზანმიმართული და მობილიზებული. მორიელიდღეს სამსახურის საქმეები პირად ცხოვრებაზე წინ უნდა დააყენოთ. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას. გადაამოწმეთ პარტნიორები, რომლებთანაც ახალი პროექტების დაწყებას აპირებთ. მშვილდოსანიდაასრულეთ დაწყებული პროექტები. გამოგიჩნდებია ახალი თანამოაზრეები, საქმიანი პარტნიორები, მაგრამ ახალ საქმეებს დღეს ნუ დაიწყებთ. დახმარება გამოცდილ მეგობრებს სთხოვეთ. თხის რქასასურველის მისაღწევად მზად ხართ ყველაფერი მოიმოქმედოთ. თუმცა, დღეს მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, დაკვირვებულად იმოქმედეთ, ყურადღება გმართებთ წვრილმანებისადმი. მერწყულიკარგი დღეა უცხოელ კოლეგებთან დასამეგობრებლად, მათგან პროფესიონალური რჩევების მისაღებად. გაფრთხილდით მოშურნეებმა მახე არ დაგიგონ. თევზებიდღეს დასვენებისთვის ვერ მოიცლით. ეცადეთ გააუმჯობესოთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ ქირურგიულ ოპერაციებს, მკურნალობის დაწყებას.