ინტერნეტ.ჯი

2012-05-26 12:37:19
აღლუმზე სამხედრო ტექნიკის მსვლელობა ჯავშანტრანსპორტიორი „ლაზიკას“ გამოსვლით დაიწყება

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის წინ საზეიმოდ ჩაივლიან აღლუმში მონაწილე ქვეითი პირადი შემადგენლობები, აღლუმზე სამხედრო ტექნიკა გამოჩნდება. გაგაცნობთ მათ სახეობებს:

 

ტექნიკის მსვლელობა დაიწყება  საქართველოში წარმოებული მუხლუხოებიანი ქვეითთა საბრძლო მანქანით "ლაზიკა"

 

„ლაზიკა“ - დამზადებულია საქართველოში

 

”ლაზიკა” არის მუხლუხოებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომლის ჯავშანიც კომბინირებულია და უზრუნველყოფს 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან დაცვას. 

 

ჯავშანტრანსპორტიორი “დიდგორი” - დამზადებულია საქართველოში

”დიდგორი” წარმოადგენს პირველ ქართულ ჯავშანტრანსპორტიორს. მისი დანიშნულებაა ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადაადგილება, სამანევრო ქვედანაყოფების შემადგენლობაში მოქმედება და საბრძოლო მოქმედებების პირდაპირი საცეცხლე მხარდაჭერა.

 

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - დამზადებულია საქართველოში

 

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, საკომანდო პუნქტების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად. 

 

“დიდგორი 3”  - დამზადებულია საქართველოში

 

ეს არის ამერიკული „ემრაპის“  ტიპის საბრძოლო მანქანა. მისი დანიშნულებაა პირადი შემადგენლობის გადაყვანა და გადარჩენის უზრუნველყოფა ბრძოლის ველზე, ასევე მოულოდნელი თავდასხმის დროს.

 

უპილოტო საჰაერო სისტემა - დამზადებულია საქართველოში

 

უპილოტო საჰაერო სისტემა შედგება საჰაერო აპარატისა და სახმელეთო სეგმენტებისგან. ფრენის მართვა ხორციელდება პროგრამული უზრუნველყოფით. საჰაერო აპარატი აღჭურვილია შიგაწვის ძრავით.

 

120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი - დამზადებულია საქართველოში

 

120 მმ-იანი ნაღმმტყორცნის დანიშნულებაა მოწინააღმდეგის ღიად განლაგებული და ჩასანგრებული პირადი შემადგენლობის, ასევე მსუბუქად შეჯავშნული საავტომობილო და ჯავშანტექნიკის დაზიანება-განადგურება.

 

საარტილერიო სისტემა "გეოცინტი”

 

152 მმ ჰაუბიცა 2A36, "გეოცინტი” - მისი დანიშნულებაა ღია ან საველე ტიპის თავშესაფარში განლაგებული მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურება.

 

ჰამერის ტიპის შეჯავშნული მრავალფუნქციური მანქანა

 

მისი დანიშნულებაა  პირადი შემადგენლობის გადაყვანა ბრძოლის ველზე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც სადაზვერვო მანქანა, ესკორტისა და კონვოირებისათვის. არსებობს 15- ზე მეტი მოდიფიკაცია.

 

ჯავშანტრანსპორტიორი "კობრა”

 

მისი დანიშნულებაა ათეულის ზომის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის გადაყვანა ბრძოლის ველზე და მისი საცეცხლე მხარდაჭერა.

 

ჯავშანტრანსპორტიორი "ვულფი”

 

მისი დანიშნულებაა  ათეულის ზომის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის გადაყვანა ბრძოლის ველზე და მისი საცეცხლე მხარდაჭერა.

 

ჯავშანტრანსპორტიორი  ეჯდერი

 

მისი დანიშნულებაა ათეულის ზომის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის გადაყვანა ბრძოლის ველზე და მისი საცეცხლე მხარდაჭერა.

 

რაფაელი

 

ADMS -არის საზენიტო სარაკეტო სისტემა, რომელიც აღჭურვილია პითონ 4 ტიპის მიწა-ჰაერის რაკეტით. მთავარი ამოცანაა მოკლე მანძილზე მოწინააღმდეგის საჰაერო მიზნების განადგურება.

 

ოსა

 

თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. მისი დანიშნულებაა  მოწინააღმდეგის საჰაერო მიზნების განადგურება

 

"დანა”

 

თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის ღია ან საველე ტიპის თავშესაფარში განლაგებული ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურება.

 

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "რმ-70”

 

მისი დანიშნულებაა თავშეყრის რაიონებში ღიად განლაგებული მოწინააღმდეგის, დაჯავშნული და დაუჯავშნავი ტექნიკისა და საცეცხლე საშუალებების დაზიანება-განადგურება, მოწინააღმდეგის მაღალი ღირებულების მიზნების განადგურება.

 

გრად-ლარი

 

ზალპური ცეცხლის საარტილერიო დანადგარი. მისი დანიშნულებაა თავშეყრის რაიონებში  ღიად განლაგებული მოწინააღმდეგის, დაჯავშნული და დაუჯავშნავი ტექნიკისა და საცეცხლე საშუალებების დაზიანება-განადგურება.

 

2ს-1

 

თვითმავალი მუხლუხოიანი საარტილერიო დანადგარი. მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის ღია ან საველე ტიპის თავშესაფარში განლაგებული ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურება.

 

ტანკი ტ-72

 

ტანკი ტ-72 გამოიყენება ქვეითი-მექანიზირებული ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერისათვის, მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის განადგურებისათვის სრული სპექტრის ოპერაციებში.

 

შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო სისტემების შემდეგ აღლუმში საფრენი აპარატები ჩაერთვებიან

შვეულმფრენი UH-1H

 

დანიშნულება: სადესანტო-სატრანსპორტო, ბრძოლის ველიდან დაჭრილების ევაკუაცია.

შვეულმფრენი მი-8

 

დანიშნულება: პირადი შემადგენლობის გადაყვანა, ტვირთების გადაზიდვა. არსებობს სხვადასხვა მოდიფიკაციები

 

შვეულმფრენი მი-24

 

დანიშნულება: სამანევრო ქვედანაყოფების ახლო საჰაერო

მხარდაჭერა.

 

ლ-39 "ალბატროსი”

 

სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი "ლ- 39”

 

დანიშნულება: საფრენოსნო ეკიპაჟების მომზადება-

გადამზადება და საბრძოლო გამოყენების შესწავლა.

 

მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25

 

დანიშნულება: ქვეითთა მხარდაჭერა ჰაერიდან, წერტილოვანი დარტყმები მოწინააღმდეგეზე და მძიმე ტექნიკის განადგურება

 

წყარო