დრონი.ჯი

2012-05-24 15:15:33
პაკისტანში ნატოს მიერ წარმოებული ოპერაციის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ნატოს უპილოტო თვითმფრინავმა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთი მხარე დაბომბა. შედეგად სულ მცირე 10 ადმიანი დაიღუპა. მაშველები კი ჯერკიდევ განაგრძობენ დაზარალებულებისა და დაღუპულების ძებნას.

 

საბრძოლო თვითმფრინავმა იერიში მირ ალის რაიონში არსებულ ერთ-ერთ შენობაზე მიიტანა.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ოპერაცია იმ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებს და რომელიც 2011 წლის 26 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას შეეხება. 

 შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 ნოემბერს ორ სამხედრო პუნქტზე ავიაიერიშის მიტანის შედეგად 20 სამხედრო მოხელე დაიღუპა. ჯერჯერობით თეთრ სახლს აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.