პირველი არხი

2015-11-16 11:22:20
საფრანგეთის სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დე-ფაქტო დედაქალაქზე

საფრანგეთის თავდაცვის

სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს

პოზიციებზე ქალაქ ერ-რაქაში, რომელიც ტერორისტების დე-ფაქტო დედაქალად მოიხსენიება.

ქალაქი ჩრდილოეთ სირიაში მდებარეობს, დედაქალაქ დამასკოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით

400, ხოლო თურქეთის საზღვრიდან 100 კილომეტრის მანძილზე, ერ-რაქა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს

შენაერთებმა 2013 დაიკავეს.

ავიადარტყმებში მონაწილეობა მიიღო 12-მა თვითმფრინავმა - ჩამოდებულია

20 ბომბი.

სამინისტროს ინფორმაციით განადგურებულია სამეთაურო პუნქტი, საწვრთნელი

ბანაკი, შეიარაღების საწყობი და ტერორისტთა სხვა სამხედრო ობიექტები.

ოფიციალური პარიზის განცხადებით, საფრანგეთი ტერორისტებთან ბრძოლას მომავალშიც

გააგრძელებს.