დრონი.ჯი

2016-11-13 23:52:13
დონალდ ტრამპი ამერიკიდან 3 მილიონამდე მიგრანტის გაძევებას გეგმავს

ტელეკომპანია CBS-მა ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ინტერვიუს ანონსი გაუშვა, სადაც ტრამპი შტატებიდან 3 მილიონამდე მიგრანტის გაძევებას აპირებს. ინტერვიუს სრული ჩანაწერი ძალიან მალე გავრცელდება, თუმცა მანამდე ანონსიდან იმასაც ვიგებთ, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვართან დიდი კედელი აღიმართება.