დრონი.ჯი

2016-11-09 15:31:44
დონალდ ტრამპი სააკაშვილზე: ის მსოფლიოს უდიდესი ლიდერია

დონალდ ტრამპმა რამდენიმე წლის წინ, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, სატელევიზიო გადაცემა Fox & Friends ინტერვიუში სააკაშვილსა და საქართველოში განხორციელებულ მშენებლობაზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ბათუმის სილამაზეზე, აღნიშნა ქართული ეკონომიკის წინსვლა და მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მსოფლიოს უდიდესი ლიდერი უწოდა. ტრამპმა სხვა ქვეყნის ლიდერებს საქართველოში ჩამოსვლა და ქვეყნის პროგრესის საკუთარი თვალით ნახვა ურჩია, რათა ისწავლონ სააკაშვილის მაგალითზე. დონალდ ტრამპმა საქართველოში ინვესტიციების ჩადების გეგმაც დააანონსა.