დრონი.ჯი

2016-11-09 13:40:19
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტია

დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო

არჩევნებში დააგროვა გამარჯვებისთვის

საჭირო საარჩევნო კოლეგიის 270 ხმაზე მეტი. შესაბამისად, დონალდ

ტრამპი ამერიკის

შეერთებული შტატების

45-ე პრეზიდენტი გახდა.

ნიუ-იორკში, რესპუბლიკური პარტიის შტაბ-ბინაში, მხარდამჭერთა წინაშე გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ქვეყანას მოუწოდა ერთიანობისა და პარტიული უთანხმოების დაძლევისკენ. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩეულმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თითოეული ამერიკელის პრეზიდენტი იქნება.

შეერთებული

შტატების არჩეული პრეზიდენტი ამერიკელებს დაჰპირდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება და მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გახდება. დონალდ ტრამპის განცხადებითვე, ითანამშრომლებს ყველა ქვეყანასთან, რომელსაც ექნება აშშ-თან თანამშრომლობის სურვილი.

ტელეკომპანია

"სიენენის"

ცნობით, დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპს დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. კლინტონის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა

ჯონ პოდესტამ დემოკრატიული პარტიის ნიუ-იორკის ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს აცნობა, რომ ჰილარი კლინტონი ჯერჯერობით თავს შეიკავებს საჯარო გამოსვლისგან.