დრონი.ჯი

2016-11-04 15:11:34
პუტინი ტრამპს არჩევნების მოგებაში დაეხმარება - ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს ყოფილი უფროსის სკანდალური განცხადება

The Washington Post ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს ყოფილი დირექტორის მაიკლ ჰაიდენის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ჰაიდენი საუბრობს წინასაარჩევნო შეთქმულებებსა და არჩევნების მოსალოდნელ შედეგებს პუტინის მიზნებს უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ იზიარებს უკრაინის პოლიტიკას და პუსეთის სისხლიან რეჟიმს მხარს არ უჭერს, პუტინსა და ტრამპს შორის საიდუმლო მოლაპარაკებები და შეთქმულებები ხორციელდება, რომლის მიხედვითაც გარკვეული საარჩევნო უბნები, სადაც ჰილარი კლინტონი ლიდერი გახდება, არჩევნების მსვლელობისას შესაძლოა დარბევის ობიექტი გახდეს. მაიკლ ჰაიდენი ტრამპს კა-გე-ბეს ნაწარმსა და მარქსის იდეოლოგიის მიმდევარს უწოდებს. მისი მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტს ტრამპის ლიდერობა სხვადასხვა მიზეზით აწყობს, ერთ-ერთი კი ასადის რეჟიმის მხარდაჭერაა, ასევე მათ ირანში მიმდინარე მოვლენების მიმართ იდენტური პოზიციაც აერთიანებთ. ამის ფონზე არის საშიშროება, რომ პუტინი ფარულად ჩაერიოს არჩევნების მსვლელობაში და ყველაფერი იღონოს, რათა დონალდ ტრამპი გახდეს აშშ-ს პრეზიდენტი - აცხადებს მაიკლ ჰაიდენი.