2016-09-20 14:14:25
გიორგი თოთლაძე ქარელის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე ქარელის რაიონის სოფლების - ზემო ხვედურეთის, სასირეთის, ჯლევიჯვრისა და ბრეთის მეურნეობის მოსახლეობას შეხვდა.

 წინასაარჩევო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო. ამომრჩევლები სოფლის განვითარებისა და განათლების სფეროში დაგეგმილი პროექტებით დაინტერესდნენ.

(R)