2016-09-12 12:51:01
ზაზა გაბუნია თემქის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის მე-19 ოლქის მაჟოიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია თემქის მოსახლეობას შეხვდა. ზაზა გაბუნია: მოხარული ვარ რომ ამდენი ადამიანი მოვიდა შეხვედრაზე, პრაქტიკულად ყველა თაობის ადამიანი, რომელთათვის გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო შეთავაზებები ინფრასტრიქტურის განვითარების, დასაქმების და ყველა სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. მთავარი კი არის რომ ამომრჩეველს აქვს განცდა, რომ ჩემი სახით ისინი შეიძენენ მეგობარს და აირჩევენ მზრუნველ პარლამენტარს". შეხვედრას საბურთალოს მე-6 ოლქის დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი და მომღერალი რომა რცხილაძე ესწრებოდნენ, რომელთაც მოსახლეობას ზაზა გაბუნიას მხარდამჭერი სიტყვით მიმართეს