ინტერპრესნიუსი

2015-05-25 17:54:24
სერგო რატიანი მის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

სერგო

რატიანი მის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ ინფორმაციას

უარყოფს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერგო რატიანმა, ზურაბ ჯაფარიძემ

და გიორგი მელაძემ პარტია დატოვეს, თუმცა, თავად სერგო რატიანი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"ტყუილია. ლექციაზე შევედი და სანამ გამოვედი,

თუ რამე ხდება ჩემს თავს, არ ვიცი. არ ვიცი რა გახდა ამ ჭორის საფუძველი", - განუცხადა

რატიანმა "ინტერპრესნიუსს".

ინფორმაციის გადამოწმება "ინტერპრესნიუსმა"

"ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურშიც სცადა. პარტიაში აცხადებენ, რომ

"ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერც უარყოფენ და ვერც დაადასტურებენ".

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი მელაძეს, მათთან

დაკავშირება ვერ მოხერხდა.