"ქართული სიტყვა"

2013-09-18 10:26:49
პრემიერი მემკვიდრედ ნათესავს ამზადებს?

ვინ იქნება პრემიერის შემცვლელი? ამ თემაზე მედიაში და პოლიტიკურ წრეებში ვარაუდები კვლავ მიმდინარეობს. თუმცა არაოფიცილუარ კანდიდატებად რკინიგზის შეფი ბახტაძე და ეკონომიკის მინისტრი უკვე სახელდებიან. ექსპერტი ვაჟა ბერიძე კი ახალ კანდიდატზე საუბრობს - პრემიერის ნათესავი უჩა მამაცაშვილი

"პრემიერი კანდიდატების დონეზე რამდენიმე პიროვნებას გვთავაზობს. ერთ-ერთი მათგანი რკინიგზის უფროსი მამუკა ბახტაძეა, რომელსაც პოლიტიკური ბიოგრაფია არ აქვს.

გავრცელებული მაგრამ დაუზუსტებელი ხმით,

პრემიერის პოსტზე ივანიშვილის ნათესავი, ბატონი უჩა მამაცაშვილიც განიხილება. იგი მისი

აქტივების, ბიზნესისი მართვაში მონაწილეობს, გონიერი ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ არც ისაა

პოლიტიკური ფიგურა, ამდენად ძნელი

წარმოსადგენია ქვეყნის მმართველის ამპლუაში მისი ყოფნა"

- აცხადებს ვაჯა

ბერიძე ქართულ სიტყვასთან საუბარში.