droni.ge

2013-04-19 18:09:25
„ჩვენ არ გვინდა ცისფერ და წითელ ფერებად დაყოფილი საქართველო“

"ჩვენ არ გვინდა

ცისფერ და

წითელ ფერებად

დაყოფილი საქართველო" - ამის შესახებ

დედაქალაქის მერმა

გიგი უგულავამ

რუსთაველის გამზირზე

მიმდინარე საპროტესტო

აქციაზე განაცხადა. 

გიგი უგულავა:  "მე ვეუბნები ივანიშვილს - არ არსებობს ორი საქართველო. არის ერთი საქართველო და მას უნდა ემსახუროს ყველა. ჩვენ არ გვინდა ცისფერ და წითელ ფერებად დაყოფილი საქართველო, საქართველო არ იყოფა ნომრებად და ფერებად. საქართველოს აქვს ერთი მომავალი, რომელსაც უნდა ვემსახუროთ, არ დავყოთ ის "ნაცებად" და "ქოცებად". დღევანდელი დღე არის ამის კარგი გაფრთხილება. საქართველო არის ერთი და ახალი ხელისუფლების მოვალეობაა, ქვეყანა კიდევ უფრო გააერთიანოს და არა გათიშოს.

დღეს ოპოზიციას კიდევ უფრო უჭირს, ვიდრე ხელისუფლებას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მათ ოპოზიციაში ვართ და არა ქვეყნის ოპოზიციაში. მათ ვაიძულებთ შეასრულონ ის, რასაც დაგვპირდნენ. შეიძლება ვთქვათ, რომ 7 თვე ბევრი არაა, მაგრამ 7 თვე საკმარისია იმისთვის, რომ ვიგრძნოთ ერთი რამ - გავჩერდით და წინ არ მივდივართ.

გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით არის სიმართლის გზა. დღეს საქართველო ნამდვილად უკეთესია ვიდრე 2004 წელს, როცა ჩვენ გადავიბარეთ და აქ იმიტომ მოვედით, რომ არ შეჩერდეს საქართველოს წინსვლა და უკან არ დაიხიოს. 

დღეს უფრო რთული ამოცანა გვაქვს ვიდრე ამ 9 წლის განმავლობაში. ეს იყო რთული წლები, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, ჩვენ შეიძლება ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ძალიან კარგი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გამოგვაფხიზლა და გვითხრა, რომ ბევრი ადამიანის ადგილი არ იყო ჩვენს გვერდით, იმ მედროვეების და საშოვარზე მოსული ხალხის, რომელიც ასევე საშოვარზე გადაიბარა „ქართულმა ოცნებამ“.

აქ არიან პარტრიოტები და მე ვეუბნები ივანიშვილს, არ არსებობს ორი საქართველო, საქართველო არის ერთი და ჩვენ და მათაც უნდა ემსახუროს, იმ საქართველოს რომელიც მიდის ევროპისაკენ“